пятница, 13 декабря 2013 г.
воскресенье, 8 декабря 2013 г.
მეხუთე დღე
დღეს განვიხილეთ მოსწავლეთა საჭიროებების შეფასების ჩეკლისტი (შეიცავს შეფასების კრიტერიუმების ჩამონათვალს), დავათვალიერეთ Intel® Education Viewer -ში (http://tpdc.ge/essentials) სასწავლო
პროექტის პრეზენტაციების ნიმუშები. განვიხილეთ საავტორო უფლებების დაცვის დოკუმენტი, გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალის შაბლონი. მე ვიყავი მოსწავლის როლში და შევქმენი პრეზენტაცია. ავტვირთე იგი ჯერ DRIVE-ზე, შემდეგ ბლოგზე.
суббота, 7 декабря 2013 г.
მეოთხე დღე
დღეს დრო როგორ გაიპარა ვერ გავიგე........ისე ვიყავი ჩართული სამუშაოში....კარგად ჩამოვყალიბდი და გავერკვიე თემატურ, შინაარსობრივ და ზოგად კითხვებში.ეს კითხვები შევიტანე სამუშაო გეგმაში. ჯგუფმა განვიხილეთ დროში გაწერილი შეფასების სქემა და მსგავსი ვარიანტი შევადგინე ჩემი პროექტისთვის.ყველაზე საინტერესო და სახალისო ჩემთვის პროექტის პრეზენტაციის შექმნა იყო.
воскресенье, 1 декабря 2013 г.
მესამე დღე
ტრენინგები დღითიდღე საინტერესო და მრავალფეროვანი ხდება. დღეს გადავხედეთ სტანდარტებს და გავეცანით რუბრუკებს. განვიხილეთ მეორე მოდული---სასწავლო პროექტის დაგეგმვა. ჩამოვაყალიბეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას პროექტში.გავეცანით განახლებულ ბლუმის ტაქსონომიას. 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების სიტყვებს. ვნახეთ და გავარჩიეთ პრეზენტაცია --- მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვები. გავარკვიეთ, რომ მიზნები არ უნდა იყოს ფოკუსირებული ზოგად და ბუნდოვან აქტივობაზე, დავალებებზე ან ტექნოლოგიურ უნარ-ჩვევებზე, არამედ იგი უნდა იყოს სპეციფიკური, სწავლაზე ორიენტირებული. სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში შევიტანეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები.
P.S. განსაკუთრებული მადლობა, ჩვენ ტრენერს, ქალბატონ მანანას, ასეთი
საინტერესო ტრენინგისთვის.
суббота, 30 ноября 2013 г.
მეორე დღე
30 ნოემბერი, ტრენინგის მეორე დღეც, ძალიან საინტერესოდ წარიმართა. მსმენელებმა წარვადგინეთ საპროექტო იდეები და ვისაუბრეთ მის ძირითად არსზე.სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში შევიტანეთ შესაბამისი შედეგები და ინდიკატორები.მუშაობისას გამოვიყენეთ ჩეკლისტი.გავეცანით სარეკლამო ბუკლეტის დამზადების ხერხს და შევეცადეთ ჩვენ თვითონ დაგვემზადებინა იგი.воскресенье, 24 ноября 2013 г.
პირველი დღე
დღევანდელი ტრენინგი ძალიან საინტერესო იყო.გავეცანით ბევრ სიახლეებს. მუშაობას Viewer-რში.ვისწავლეთ ტექნიკური საშუალებების გამოყენება.
Подписаться на:
Сообщения (Atom)
