воскресенье, 1 декабря 2013 г.

მესამე დღე
                     ტრენინგები დღითიდღე  საინტერესო და მრავალფეროვანი ხდება. დღეს გადავხედეთ სტანდარტებს და გავეცანით რუბრუკებს. განვიხილეთ მეორე მოდული---სასწავლო პროექტის დაგეგმვა. ჩამოვაყალიბეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას პროექტში.
                    გავეცანით განახლებულ ბლუმის ტაქსონომიას. 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების სიტყვებს. ვნახეთ  და გავარჩიეთ პრეზენტაცია --- მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვები. გავარკვიეთ, რომ მიზნები არ უნდა იყოს ფოკუსირებული ზოგად და ბუნდოვან აქტივობაზე, დავალებებზე ან ტექნოლოგიურ უნარ-ჩვევებზე, არამედ იგი უნდა იყოს სპეციფიკური, სწავლაზე ორიენტირებული.  სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში შევიტანეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები.
 P.S.  განსაკუთრებული მადლობა, ჩვენ ტრენერს, ქალბატონ მანანას, ასეთი
       საინტერესო   ტრენინგისთვის.

3 комментария:

  1. ძალიან საინტერესო პიროვნება ხარ!

    ОтветитьУдалить
  2. გავეცანი თქვენს პორტფოლიოს,ძალიან საინტერესო თემა გაქვთ აღებული,ბევრ რამეს ისწავლიან და გაიგებენ მოსწავლეები თქვენი პროექტის განხორციელების დროს

    ОтветитьУдалить
  3. დიდი მადლობა კომენტარისთვის.....მეც დიდი იმედი მაქვს, რომ მოსწავლეებში ეს პროექტი დიდ ინტერესს გამოიწვევს

    ОтветитьУдалить